მარგვეთის ყოფილი მიტროპოლიტის ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარი ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ქრისტეფორე ის სასულიერო პირია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით საეკლესიო კრების მოწვევა მოითხოვა.
„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.
როგორც ირკვევა, იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს ის ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიაში მსახურობდა.
როგორც მეტრონომს შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ და შეგახსენოთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.
“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.

