ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს” – მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებებზე

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.

„ვინ რა თქვა, მე არ ვიცი. ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს. ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა. თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.

იტვირთბა....