მთავარი ციტატა

“მასიური ხასიათი ჰქონდა გარყვნილ ქმედებებს სტუდენტებთან და მორჩილებთან, სტიქაროსნებთან…”

“აღმოჩნდა, რომ აკადემიის რექტორი, რომელიც იყო სვეტიცხოვლის წინამძღვარი, სვეტიცხოვლის ეზოში ეწეოდა გარყვნილ ქმედებებს თავის სტუდენტებთან და მორჩილებთან, სტიქაროსნებთან და ა.შ. დიახ, მე ვაცხადებ, რომ მასიური ხასიათი ჰქონდა, რიცხვს ვერ დავასახელებ, მაგრამ… მე გეტყვით ერთ რამეს და გამოიტანთ დასკვნას. ამ ამბის შესახებ, ვისაც ეს ვაუწყეთ არის პატრიარქის ძმისშვილი, მამა დავითი, რომელიც ლექტორი იყო, დღეს მიტროპოლიტი დიმიტრი, მას ვაუწყეთ ეს საშინელი მოვლენა, რომლის გახმაურება არათუ ერში, ეკლესიაშიც არ გვინდოდა. მან ასეთი რამ ჩაილაპარაკა და პიროვნება არსებობს, ჩემ გარდა, ვინც დაადასტურებს: თქვენც ახლა ახალი ამბავი გვითხარითო”

მამა გიორგი სხილაძე

ტელეკომპანია “მთავარი”

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძემ სინოდის წევრი მეუფე ზოსიმე “მამათმავლობაში” ამხილა.

სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.

იტვირთბა....