მთავარი ციტატა

“დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი ივანიშვილის დასტურს ელოდება”

„სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს სინოდის მიმართვას გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს. ამიტომ იგი ახლა ელოდება მეორე დასტურს და შეიწყალებს. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ შეიწყალებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ 4 ათასამდე განცხადებაა შესული შეწყალებაზე, მან მთლიანად მოშალა ეს პროცესი და პარალიზებულია”

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

 

იტვირთბა....