„დღეს საზოგადოების რეაქცია იყო რეფლექსია. ხვალ, ზეგ უფრო მძიმე იქნება. ხოლო როცა სულიერად უკიდურესად გაგვიჭირდება, ისევ მოვძებნით ქრისტეს. ნუ შევშინდებით. ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც. ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი, ორივე უფლის გზაზე მდგარი“
დედა სიდონია
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.