“რას ჰგავს ეს? მარტვილში, სკოლაში ბავშვებს რომ ატირებს გამომშვიდობებისას პეტრე!!! ბავშვების ზომბირებაღა გვაკლდა!!! ხელები შორს ბავშვებისგან!!!! იმისთვის კი არ გიცავთ მოძალადე სტრუქრურისგან- ხელისუფლების საპატრიარქოსგან რეპრესირებულ ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო საერო/ სასულიერო წნეხს საპასუხოდ უმანკო ბავშვების სტრესი და ცრემლი დაახვედროთ?
გახარია იაკობმა დაადანაშაულა პატრიარქის გადაგდების მცდელობაში და ის კიდე პეტრეს აბრალებს გადატრიალებას…
იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს. ეს ხელისუფლება რაცაა, ვხედავთ.
ბავშვებს შეეშვით!!! ხელები შორს ბავშვებისგან!!!!”
დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.