“სიყვარული, მეგობრობა, პატიება… ჩავეხუტები მეუფე პეტრეს და მადლობას მოვუხდი. მე სოხუმისთვის და აფხაზეთისთვის ვემზადები. ვისაც უნდა დარჩეს ვისაც უნდა მეუფე პეტრესთან წავიდეს. მესამე წელი მეუფესთან იყო საუბარი, რომ მისულიყო პატრიარქთან და შენდობა ეთხოვა მისთვის, იყო გაფრთხილება ბევრჯერ.
ვფიქრბ, რომ ყველას სტკივა გული გუშინდელის გამო, მთელი საქართველო აღელვებულია. მე ვარ ექიმი და ოპერაცია ვერ ტარდება იმ დროს როცა ჩხუბობს ან ყვირის პაციენტი, უნდა დავმშვიდდეთ. პატროარქმა გუშინ სინოდის სხდომა იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთსო. არავის დასჯას არ ვაპირებ მარტვილის ეპარქიაში. ეს დღეები აქ დავრჩები”
მეუფე გრიგოლი – ჭყონდიდი ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.