ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეხვედრამდე სამოთხეში” – მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა.

„ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა – „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მისი თქმით, სტუმარს ელოდება, რომელსაც უნდა დახვდეს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....