“სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ, რომ საკითხები, რომელიც იწვევს დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობას, არ იყოს გადმოტანილი სამოქალაქო საზოგადოებაში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას ამის რესურსი გააჩნიათ და შეიძლება, ჩვენი ხმამაღალი განცხადებებით, ეს პათოსი დავაზიანოთ. რაც უფრო ხშირად ვიტყვით, რომ საპატრიარქოში კრიზისია და ვაი-ვიშს ავტეხთ, უფრო მეტი წინაპირობა ექნება კრიზისს, ოპოზიციასაც ეს უნდა”
გიორგი ვოლსკი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.