მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება” – მამა შალვა

“თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლიბიც თქვენი უსაზყვრო სიყვარულით დაიბადნენ,სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე ის ყველაფერი რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად… ეშმაკი ცილის მწამებელია, მას მხოლოდ წილის წამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს… თქვენო უწმიდესობავ მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ… გვიყვარხართ თქვენო უწმიდესობავ”

მამა შალვა კეკელიძე

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....