“სხვადასხვა მღვდელმთავრები 80-90-იან წლებში ამ საკითხზე (საუბარია მამათმავლობაზე, რედ.) სასულიერო პირები გულის წუხილით აპელირებდნენ, ისინი ცდილობდნენ კონფედენციალურ დონეზე მოეგვარებინათ, იყვნენ უამრავი დაზარალებული ადამიანებიც, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი და კათოლიკოს პატრიარქი ამ პრობლემებს ახშობდა. არ იყო აუცილებელი კათოლიკოს პატრიარქი ყოფილიყო რაიმე შემთხვევის მონაწილე. პატრიარქი ხელს უწყობდა ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც ამას ტირაჟირებდნენ ეკლესიაში ფარულ დონეზე. არსებობს მომჩივანი მხარე, რომელიც აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქს მასთან ჰქონდა ურთიერთობა. ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, მცდელობების გამო, ზემოქმედების გამო. შესაბამისად, მათ სურთ, გარკვეული მსჯავრი საეკლესიო სასამართლოზე ამის ირგვლივ დადგეს.”
გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.