მეუფე პეტრე სთხოვდა მღვდელმთავრებს პატრიარქს მიეღო ზომები, რომ აღკვეთილიყო უზნეობები საპატრიარქოში – ასე ეხმაურება მარტვილის დედათა მონასტრის იღუმენი თამარ გამყრელიძე მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს.
“დღეს რაშიც ამხილა უწმინდესი მეუფე პეტრემ, საქმის კურსში მთელი ეპარქიის სამღვდელოება სასულიერო დასი ვიყავით.
მეუფის განცხადება ჩვენთვის არ იყო უცხო. იმის გამო რომ მეუფე ებრძოდა საპატრიარქოს, მეუფეს რა ინფრომაციაც ქონდა და რა დამადასტურებელ დოკუმენტებსაც ფლობდა, ჩვენთან ყველაფერი გასაჯაროებული აქვს.
დოკუმენტებში ვგულისხმობ ფაქტებს უზნეობასთან დაკავშირებით. მცირე იმედი მქონდა, რომ სინოდის წევრებს ექნებოდათ პრინციპულობა რომ ეს საკითხი სხვაგვარად მოგვარბეულიყო. მეუფე პეტრე პირად საუბრებსა და შეხვედრებში ყველას სთხოვდა, რომ ერთად დამდგარიყვნენ ამ უზნეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯები არ გადაიდგა არცერთი მღვდელმთავრისგან.
მეუფე პეტრე სთხოვდა მღვდელმთავრებს პატრიარქს მიეღო ზომები, რომ აღკვეთილიყო უზნეობები საპატრიარქოში და ისე წარმართულიყო უწმინდესის პატრიარქობა.
ველოდებით მეუფე პეტრეს განჩინებას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ ეპარქიაში დარჩენილი სასულიერო პირები.
ჭყონდიდის ეპარქიაში ყველა ვართ ერთსულოვანი რომ ეს განჩინება არ უნდა აღსრულდეს.
ახალ ჭყონდიდელს სინანული არ გააჩნია რომ ამ პოზიციას დათანხმდა. არ ვიცით როგორ შემოგვხედავს ახალი მღვდელმთავარი მათ ვინც აქ დავხვდებით.” განაცხადა მარტვილის დედათა მონასტრის იღუმენმა თამარ გამყრელიძემ “მთავარი არხის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია
მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.