სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მეუფე პეტრეს განყენების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„როდესაც გამოტანილი იყო განჩინება, მისი განყენების შესახებ წამოხტა მეუფე პეტრე მივარდა პატრიარქთან და რაღაც უაზრობების ყვირილი დაიწყო, რომ მივარდა პატრიარქთან ჩადგნენ ვიღაცები, თვითონ კითხეთ რას ეძახდა”, – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.