“მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემდი ხმას. მე მოვითხოვდი საკითხის შესწავლას. უფრო მეტი სიცხადის შეტანის მომხრე ვარ”
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი – მეუფე გრიგოლი
მეუფე გრიგოლი სინოდის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც პეტრე ცაავამ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს თქმით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.