ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პეტრე ცაავა უხამსად იქცეოდა სინოდის სხდომაზე.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრე ცაავამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ის პატრიარქმა გადააყენა.
„ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეუფე პეტრემ კიდევ ერთი ტყუილი, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო.
მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან“, – განაცხადა მეუფე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.