მეუფე იაკობი ხშირად მირეკავდა და ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე მესაუბრებოდა – ამის შესახებ განცხადება გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გააკეთა.
“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის იყო ძალიან გაბრაზებული გახარიაზე. ერთერთი საუბრისას, ის მომიყვა, როგორ ემუქრებოდა გახარია, რომ გაასაჯაროებდა ფარულ ჩანაწერებს, პირად კადრებს, რომელიც იყო იაკობზე და სხვა… ის იყო გაცოფებული, როცა ლაპარაკობდა…
როგორც ჩანს, გახარიასა და იაკობის ურთიერთობები ძალიან დიდი ხნის წინ დაიძაბა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის ადანაშაულებს გახარიას, რომ გახარია აშანტაჟებდა შს მინისტრობის პერიოდში მას და რამდენიმე მღვდელმთავარს პირადი სახის ჩანაწერების გამოქვეყნებით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეამკო ჩემთან საუბარში გახარია, რომ მას აუცილებლად დაამთავრებდა. სხვათაშორის, ის მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ შიოც და გახარიაც არის რუსეთის კაცი” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.