ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეჩალიჩებოდნენ, გვინდა, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი “ტვ. პირველთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

„მე შემიძლია, ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში”, – ამბობს პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

შეკითხვაზე, რას გულისხმობდა, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ – „მკვლელობას თუნდაც“.

“არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი.

მე დამიძახეს, კვირიკაშვილის დროს. კვირიკაშვილი იყო და  ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო (ვახტანგ გომელაური). კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია.

მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთო, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ – ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხარ-თქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე საბა თბილისში არ იყო, მეუფე გრიგოლი იყო, მეუფე პეტრეს შეხვდნენ გახარია და ვახო, კვირიკაშვილი არ შეხვდა. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა “ტვ. პირველთან” საუბრისას.

იტვირთბა....