„ევროპული საქართველო“ ბოდბელ ეპისკოპოსს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
„თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, გვინდა მოვიწვიოთ პარლამენტში. საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს ბურუსით მოცულ ისტორიას“, – აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.