ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტი ბართლომესა და ანიტა რაჭველიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილისა არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის განცხადებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

“ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე”.- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა, საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს, სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო დაუპირისპირდა.

“აი რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის” – დაწერა არქიმანდრიტმა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....