არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი, საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს, სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო უპირიპირდება.
“აი რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის” – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა არქიმანდრიტის ეს დამოკიდებულება მომღერლის პოსტმა გამოიწვია, რომელიც ბერა ივანიშვილს აკრიტიკებდა ამაზონის ჯუნგლებში გადარიცხული 1,1 მილიონის გამო.
სასულიერო პირის კომენტარების ამსახველ ფაქტებს რაჭველიშვილი თავად აქვეყნებს და წერს, რომ არქიმანდრიტი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.