სასამართლო პროცესზე პროკურორი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მამაკაცმა ჩადენილი მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. საქმე ეხება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესს, სადაც ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.
თავად ბრალდებული მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ მიმალვა არ უცდია.
“ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი თავი დამნაშავედ მიმაჩნია. ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა. მე არ მივმალულვარ. მიტოვებულ სახლში გავიქეცი იმისთვის, რომ თავი მომეკლა“, – განაცხადა ბესიკ არღვლიანმა.
შეგახსენებთ, მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში 21 ოქტომბერს მოხდა. ბესიკ არღვლიანი ბრალდებულია, რომ საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.