მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმას ძმის მკვლელობა ედება ბრალად.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დაკავებულია და ასევე ამოღებულია მკვლელობის იარაღი – დანა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.”, – აცხადებენ შსს-ში.