aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არც ერთ უსამართლობას არ გაგიტარებ, განსაკუთრებით ჩემ მიმართ” – იონათამაშვილი ბესელიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელიას განცხადებით გუშინ ლევან მიქაბერიძის მოსმენაზე მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა კითხვების დასმის შემდეგ დატოვეს, ახლა კი გიორგი მიქაუტაძეს სასათბურე პირობებს უქმნიან.

ამ განცხადებას რატი იონათამაშვილის პროტესტი მოყვა. მისი თქმით სხდომა სულ 15 წუთით დატოვა, რაზეც ეკა ბესელიამ დაწყნარებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ “რაღაცეებით ნუ სარგებლობს”.

„დაწყნარდი, რატი, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ, ყველაფერზე შენ ნუ პასუხობ. ნუ სარგებლობ რაღაცებით. რა დღეში ხარ? მე ვცდილობ, რომ შენ არ აგყვე, დამშვიდდი. მმართველ პარტიას არ სჭირდება შენი დაცვა. თავს თვითონ დაიცავენ და უფრო უკეთაც,” – მიმართა ბესელიამ იონათამაშვილს.

ბესელიას ამ განცხადებაზე იონათამაშვილმა უპასუხა, რომ ღირსება დაიცვა და არცერთ უსამართლობას არ აპატიებდა განსაკუთრებით მის მიმართ.

“არაფრით არ ვსარგებლობ. გაგაწყვეტინებ სიტყვას ყოველთვის, როცა ასეთ უსამართლობას იტყვი. სირცხვილია. არც ერთ უსამართლობას არ გაგიტარებ, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. მე ჩემი ღირსება დავიცავი,”- უპასუხა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

იტვირთბა....