“ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით, მედიასთან საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა ე.წ. მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში დღეს უნდა წარადგინონ.