ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა” – კორძაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, არავის უთქვამას, რომ  ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა.

მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

„არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას რაც იცის – წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად ქორიძე პროკურატურას ე.წ.  მუქარის წერილის დედანს გადასცემს. 

როგორც კორძაძე აცხადებს, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს.
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....