მამუკა ხაზარაძის ადვოკატები, ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია, ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები პრესკონფერენციაზე „მუქარის წერილის“ დედანს მედიას გააცნობენ. პრესკონფერენცია „ზვიად კორძაძის საადვოკატო“ ბიუროში 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.