“არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან” – ასე მიმართავს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც დღეს მამუკა ხაზარაძე დალოცა.
“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,
არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან
დაგპირდებიან ბიუჯეტიდან მეტ ფულს, მეტ მიწებს, მეტ პრივილეგიებს და ა.შ.
სასულიერო პირების მიერ ქადაგებებში პოზიტიურად მოხსენიების და საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცხადია
2020-ის არჩევნების მერე ან შესძლებენ მაგ დაპირებების შესრულებას ან არა, წინა არჩევნებისგან პრინციპულად განახვავებული რეალობა იქნება მაღალი ალბათობით
ამიტომ ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
‘სნაჩალა სტულია’-ზე უნდა გადახვიდეთ, ბაზრის ახალი წესრიგი ითხოვს
არ უჭირთ მაგათ ფული
ა) ერთობლივი ფოტო – მინიმალური ფასი
ბ) ვიდეო – მინიმალურზე ცოტა მეტი
გ) ლოცვებში მოხსენიება – საშუალო ფასი
დ) პოლიტიკური ოპონენტების ცუდად მოხსენიება – კარგი ფასი
ე) ეპისტოლეში მოხსენიება – ძვირი ფასი
ვ) გრაჩოვივით მონათვლა – უძვირესი” – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.