საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელიი, მამუკა ხაზარაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ფოტოს ხაზარაძე სოციალურ ქსელში ქვეყნებს.
“ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.
ერთად საქართველოსთვის!” – წერს ხაზარაძე “ფეისბუქზე”.