მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურამ მოითხოვა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 15 წლის მოზარდი ორი დღის წინ დაჭრა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.