“ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას მივესალმები. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს და ყველას დაუდასტუროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები”.
კახა კალაძე, დედაქალაქის მერი
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარის” ეთერში მამუკა ხაზარაძემ ივანიშვილთან ადრინდელ შეხვედრაზე ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა. როგორც მან თქვა, რომ არა კვირიკაშვილი, ანაკლიის პორტი აქამდე ვერ მოვიდოდა. მისი განცხადებით, მას ივანიშვილმა უთხრა, რომ ანაკლიის პორტს შეშვებოდა.