“არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა – მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. მე მეგონა, რომ შაყირთან გვქონდა საქმე… მე ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვიფიქრე. დავინახე, რომ ერთ კაცს შეუძლია, ასე ხელაღებით ყველაფერი გადაშალოს. კითხვა დავუსვი – ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, იცი რა მიპასუხა? – ინტერვიუს მივცემ და ყველაფერი კარგად იქნებაო”
მამუკა ხაზარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დაფუძნებელი
“მთავარი არხი” – “ღამის მთავარი”