მთავარი ციტატა

“როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, მამუკა ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა“

“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები… შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია, გავაკეთო – როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა“

ახა კალაძე – თბილისის მერი

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა:

“არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა – მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე”.

იტვირთბა....