„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო.
როგორც ხაზარაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, მას „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.
ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.
„სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ამ ბანკზე ინფორმაცია ეროვნული ბანკის არქივებიდან. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა, თავის პრეზიდენტიანად, ეს საკითხი პროკურატურას უნდა გადაეცეს და ისეთივე ინტენსივობით, რა ინტესივობითაც წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ჯგუფს ოთხი სახელმწიფო უწყება ამოწმებდა, ასეთივე ინტენსივობით ამოიღონ ინფორმაცია და დაიწყონ გამოძიება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.