პრეზიდენტის რეზიდენციის ფრანგული ანტიკვარიატით მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ბრიფინგი ჩაინიშნა. ამის შესახებ “მეტრონომს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ბრიფინგს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული, პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი გამართავს.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა.
ტელეკომპანიის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანტიკვარიატით მოწყობაზე მილიონ 400 000 ლარი დაიხარჯა და ფული საიდუმლო შესყიდვის გრიფით საიდუმლო ბიუჯეტიდან გამოიყო.