ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამთა თოდაძის ვიდეო, რომელიც განსჯის საგანი გახდა – “ამაზე ბანძი ხელისუფლება არ მინახავს”

“მოკლედ, ამაზე კორუმპირებული ხელისუფლებაც ნანახი მაქვს, ამაზე სასტიკიც, ამაზე პრორუსიც, ამაზე ქურდულ-ყაჩაღურიც და თუ გნებავთ ამაზე პრო…ც, მაგრამ ამაზე ბანძი ნამდვილად არაფერი მინახავს აქამდე” – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამოქვეყბეულ ვიდეოს, რომელიც საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს, სექსუალური ძალადობის შესაძლო დაზარალებულია (ამ მომენტისათვის ის არ არის დაზარალებულად ცნობილი).

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც 2012 წლით თარიღდება და რომელშიც თამთა თოდაძე მხოლოდ ცეკვავს, აღნიშნულია, რომ თამთა თოდაძე “პატრიოტულ ბანაკში” ერთ-ერთი ლიდერი იყო. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს ბანაკი ყოფილი პრეზიდენტის პერიოდში შეიქმნა და როგორც ჩანს, აღნიშნული ვიდეოს გამომქვეყნებელი მინიშნებას კომპრომატზე აკეთებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოში ინციდენტი მოხდა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანსა და მის თანაშემწე თამთა თოდაძეს შორის. თოდაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც ილია ჯიშკარიანი უარყოფს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საკრეულოს წევრი მის გავლენებს იყენებს საქმის მისაჩუმებლად.

მოგვიანებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა, ხოლო თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ადვოკატს უკვე ოფიციალურად შეეძლება გაეცნოს საქმეს.

 

 

 

 

 

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....