გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გამოიტანა.
პროკურატურის ცნობით, თოდაძე ხვალ 11:30 საათზე დადგენილების გასაცნობად პროკურატურაშია დაბარებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.