“დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ფეხს ითრევს – იქნებ, როგორღაც გამოძვრინოს, თუ ეს ამბავი მართალი იყო. მე ოთხი წელი ვმუშაობდი ილია ჯიშკარიანთან ერთად და ის არის ყველაზე ამაზრზენი ადამიანი, ვისაც ვიცნობ. უპასუხისმგებლო, მედროვე – ტიპური “ქართული ოცნების” დეპუტატი არის ილია ჯიშკარიანი ჩემთვის. ბევრი რაღაც იყო, რის გამოც გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდი ხოლმე მას. გათხლეშილი მთვრალი იყო საკრებულოს სხდომაზე – ყოველთვის მთვრალი იყო საკრებულოს სხდომებზე. შეგიძლიათ ამოიღოთ საკრებულოს სხდომები – ხან უსტვენდა, ხან ყვიროდა, ხან ბოთლების ისროდა”
ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე
“ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა.