ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ერთსა და იმავე პოზიციაზე” არიან “ირანის საშინელი რეჟიმის ჩამოშორების საკითხში”.

“ჩვენ ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ იმ მხრივ, რომ ეს საშინელი რეჟიმი თეირანში უნდა ჩამოვაშოროთ. და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოხდება ამის შემდეგ”, – თქვა ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის წინ. 

ფრიდრიხ მერცმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს ომი “რაც შეიძლება მალე დასრულდება”. 

“ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და ამერიკის არმიები სწორ ნაბიჯებს დგამენ, რათა ეს დასრულდეს და, მართლაც, ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დააბრუნებს”, – თქვა ფრიდრიხ მერცმა. 

ოვალურ კაბინეტში შეხვედრამდე ფრიდრიხ მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გარდა, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხსაც განიხილავს. ასევე, მან აღნიშნა, რომ განხილვის საგანი იქნება აშშ-სა და გერმანიას შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც მისივე თქმით, სურს, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს.

იტვირთბა....