ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-მა ირანში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციაში B-1-ისა და B-52-ის ტიპის ბომბდამშენები მონაწილეობენ.

დარტყმების სამიზნეებს შორის სარაკეტო ბაზები, გემები, წყალქვეშა ნავები და საკონტროლო ცენტრებია.

3 მარტის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

იტვირთბა....