“სხვათა შორის, ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს. ეს განცხადებები არასერიოზული მგონია”
გიორგი ვოლსკიმ – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნული განცხადებით, “ლელოს” წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებას უპასუხა.
კოჟორიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილს მიმართა, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია.