ცნობილი იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ლელოში” გაწევრიანდა, სოციალურ ქსელში ხაზარაძის მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
“ხაჭაპურზე ვერ დავწერე გუშინ.
1 – პირადად მე ეს არ აღმიქვამს სექსისტურ კომენტარად. ჩემთვის ეს იყო იმაზე ხაზგასმა, რომ პროფესიონალიზმი სახელმწიფო მართვაში არის გადამწყვეტი. პური მეპურემ! მამუკა ხაზარაძე ამას ყოველთვის ხაზს უსვამს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მეც და სხვა ადამიანებიც შევუერთდით მის მიერ დაწყებულ მოძრაობას.
2 – ტოვებდა თუ არა ეს კომენტარი იმის შესაძლებლობას, რომ აღქმული ყოფილიყო, როგორც სექსისტური? პასუხი: ვინც კარგად არ იცნობს ხაზარაძეს, კი, მისთვის ტოვებდა.
3 – ამიტომ მისასალმებელია საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიციზმი, რომელმაც საქმიანად დააფიქსირა მისი პოზიცია. მათ მადლობა.
4 – მამუკა ხაზარაძეს ქალის ადგილად კუხნა მიაჩნია?! ამ კითხვაზე ყველაზე კარგ პასუხს ფაქტები სცემენ: ამ კითხვას უსვამენ კაცს, რომლის საქმიანობის სხვადასხვა ასპარეზზე გუნდის წევრების უმრავლესობა არის ქალი; რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი ინსპირატორი იყო მაკო გომური; რომელმაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გუნდის პირველ წევრად დაასახელა ქალი (ანა ნაცვლიშვილი)…
5 – რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა, იქნებ წუმპეში ჩაფლული სასამართლო სისტემაც დაინახოს. ზურაბიშვილზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველას ყველაფერი აქვს უკვე ნათქვამი. ხაჭაპურს რაც შეეხება, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვოლსკიმ გამოაცხოს” – წერს კახა კოჟორიძე.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილს მიმართა, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია.