ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“”ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება” – გახარია

“ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ როუზ გოტმიოლერს, მისი ხანგრძლივი  მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის ჩვენი ქვეყნის. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატოში ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს. დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, საქართველოს მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან, თუმცა  ასევე მათი მხრიდან მივიღეთ  ბევრი რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ასევე გახდება ჩვენი მიზანი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატოსთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატოს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

3-4 ოქტომბერს, მთავრობის მოწვევით,  საქართველოს  ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) სტუმრობს. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან.

წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში  რიგით მეხუთეა.

იტვირთბა....