საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მალე რუსეთს წარუდგენს.
“ჩვენ რუსეთს ამ შეთავაზებას წავუღებთ და ვეტყვით, რომ ეს დევს მაგიდაზე… უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი. ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, ამ წინადადებას დათანხმდება თუ არა. იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან. თუ ამას გააკეთებენ, ვფიქრობ, დიდი პროგრესი იქნება. თუ უარს იტყვიან, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეცოდინება, თუ ვინ აბრკოლებს მშვიდობის დამყარებას.” – ამბობს რუბიო.
რუბიოს თქმით, “ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა”.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებებისას უკრაინის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.