ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი  საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის შედეგებს ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა.

მივესალმები აშშ-ს და უკრაინას შორის გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, შესაძლო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით

. ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა.

საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს.” – დაწერა მაკრონმა.

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც მაკრონის მსგავსად განაცხადა, რომ “ბურთი რუსეთის მოედანზეა” და “ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის სრულყოფილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”.

 

იტვირთბა....