უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის მიერ გავრცელებული პრესლიზის თანახმად, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
საპასუხოდ, ვაშინგტონი კიევს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების აკრძალვას და აღადგენს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.