ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ ვითარებაში, ჩვენგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილების საკითხის შესახებ ისაუბრა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ჩემგან, ჩვენი პარტიიდან გამორიცხულია და ვისთანაც საუბარი მქონდა, აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე თანხმდება […] წელს ჯერ საერთო ეროვნული, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერე თვითმმართველობის. ჩვენ ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ, მაგრამ მთავარია, რომ ახალი წესებითა და პირობებით ჯერ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, შემდგომ კი უკვე თვითმმართველობის […]

უმყარეს პოზიციაზე ვდგავართ, რომ ამ, დღევანდელ ვითარებაში ჩვენი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია“, – თქვა მან.

იტვირთბა....