ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი – შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სპეცოპრაციისას საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ეხმაურება.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა.

“ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

უკრაინაში, სოფელ ხოტიანოვკაში საქართველოს მოქალაქე, შოთა ჭიჭეიშვილი, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა..

იტვირთბა....