სს „თბილავიამშენის“ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მედიაციის პროცესში ჩართული იყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.
პროფკავშირების თანამშრომლების ინფორმაციით, გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ კომპანია სახელფასო დავალიანებას პარასკევისთვის გაისტუმრებს. პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობისთვის ეს პირობა მისაღები აღმოჩნდა და მათ ეტაპობრივად განაახლეს მუშაობა.
პროფკავშირები გეგმავს, მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი გაუწიოს თბილავიამშენში მიმდინარე პროცესებს და დაიცვას დასაქმებულთა ინტერესები.
კომპანია “თბილავიამშენის” თანამშრომლები, დაგვიანებული ხელფასების მიღებისა და კომპანიის დირექტორის, ირაკლი გოგიბერიძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ორი დღის განმავლობაში მართავდნენ.
✔პროფკავშირების ჩართულობით სს „თბილავიამშენის“ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით…
Gepostet von GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება am Mittwoch, 18. September 2019