კომპანია “თბილავიამშენის” თანამშრომლებმა, დაგვიანებული ხელფასების მიღებისა და კომპანიის დირექტორის, ირაკლი გოგიბერიძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კომპანიის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია თუ როდის მოხდება დასაქმებულების პრობლემების გადაწყვეტა.
დასაქმებულთა თქმით, ირაკლი გოგიბერიძემ დასაქმებულების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა.
ისინი მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
☑დღეს კომპანია ,,თბილავიამშენის'' თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოხდეს ხელფასების გაცემა,…
Gepostet von GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება am Dienstag, 17. September 2019