მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად მკვლელი აღარ დატოვა ციხეში – მელია

“გახსოვთ ქართულმა ოცნებამ არიქა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი თუ გახდა თავდაცვისა და შსს-ს ყოფილ მინისტრებს შეიწყალებს და დავიღუპებითო (არადა ორივემ უარი თქვა შეწყალებაზე). ახლა კი, ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად მკვლელი აღარ დატოვა ციხეში.
მნიშვნელობა აღარ აქვს პოლიციელის მკლელი იქნება, თუ ახალგაზრდა ბავშვის – მაინც იწყალებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული მათ შორის ბეჟანიძეც შეიწყალა.

ბეჟანიძის შეწყალებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვა.

გარდა ამისა, შეწყალებულთა შორისაა რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვისაა მსჯავრდებულმა. დევაძემ 2014 წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში თარაშ მუკბანიანი მოკლა. დევაძეს 12 წელი ქონდა მისჯილი. მან 4 წელი უკვე მოიხადა.

საზოგადოების ნაწილმა, ოპოზიციამ და მმართველი გუნდის წევრებმაც პრეზიდენტი ამ შეყწალების გამოც გააკრიტიკა.

იტვირთბა....